ფეხბურთი

9:04 | 28.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

სარი: „ვერ შეგპირდებით, რომ შემდეგ მატჩში კეპას ვათამაშებ“

„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, ჟურნალისტებს აუხსნა, თუ რატომ არ ათამაშა მეკარე კეპა არისაბალაგა, პრემიერლიგის 28-ე ტურის მატჩში, „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ (2:0).

„ვფიქრობ, მართებულად მოვიქეცი. კეპამ სერიოზული შეცდომა დაუშვა და ამისათვის უნდა დაისაჯოს. მაგრამ ამით ყველაფერი უნდა დამთავრდეს.

ხვალიდან ის კვლავ ჩვენთან იქნება. ვერ შეგპირდებით, რომ შემდეგ მატჩში ითამაშებს, მაგრამ ის კვლავ რჩება ძირითად მეკარედ.

ახალგაზრდობას შეცდომები სჩვევია. მთავარია, გესმოდეს, როდის ცდები.“ - ციტირებს სარის სიტყვებს კლუბის ოფიციალური გვერდი.

შეგახსენებთ, რომ კვირას, ინგლისის ლიგის თასის ფინალში, „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ, სარი მეკარის შეცვლას აპირებდა, მაგრამ ბასკმა კარის დარაჯმა მინდვრის დატოვება იუარა, რამაც მწვრთნელის აღშფოთება გამოიწვია.

0.118312