ისე მოხდა, რომ პრემიერლიგის 28-ე ტურის მეორე სათამაშო დღეს, ოთხი მატჩი პარალელურად მიმდინარეობდა და სანამ სხვები ხურდებოდნენ, „ლივერპულმა“ საქმე, ფაქტობრივად, მოაგვარა. მე-20 წუთისთვის მერსისაიდელები უკვე ორბურთიანი უპირატესობით იგებდნენ. ორივე გოლი სადიო მანემ გაიტანა. პირველი თავით, მეორე უფრო ლამაზად - ქუსლით. ორივე შემთხვევაში მას ასისტენტობა ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდმა გაუწია. ჭაბუკმა ლივერპულელმა მოგვიანებით ერთი გოლი ვან დეიკსაც გაატანინა.
მერე „წითლები“ ცოტა მოეშვნენ და სტუმრებმა პატარ-პატრა ჩხვლეტები დაიწყეს. თუმცა ორიჯის მესამე გოლმა ყველაფერს წერტილი დაუსვა. შემდეგ იყო ვან დეიკის ორი თავური და 5:0. „ლივერპული“ კვლავ ცხრილის სათავეშია.
გაიმარჯვა მერსისაიდელთა უშუალო კონკურენტმა, „მანჩესტერ სიტიმაც,“ თუმცა „ქალაქელებს“ ბევრი ოფლის ღვრა დასჭირდათ სამი ქულის მოსაპოვებლად. მანჩესტერელთა ყოფილმა, ამჟამად კი „ვესტ ჰემის“ დამრიგებელმა, მანუელ პელეგრინიმ, ერთობ მწყობრი დაცვა დაუპირისპირა ფავორიტს.
„ჩელსიმ“ „ტოტენჰემს“ სძლია. „არსენალმა“ კი „ბორნმუთისგან“ ქვა ქვაზე არ დატოვა, თუმცა ეს სტუმრებმა საკუთარ თავს უნდა დააბრალონ, ძალიან სუსტად ითამაშეს დაცვაში.
ინგლისი
პრემიერლიგა. 28-ე ტური. 27 თებერვალი
არსენალი - ბორნმუთი 5:1
ლონდონი. „ემირეითსი.“ 59 618
1:0 იოზილი (4), 2:0 მხითარიანი (27), 2:1 მუსე (30), 3:1 კოშელნი (47), 4:1 ობამეიანგი (59), 5:1 ლაკაზეტი (78)
არსენალი: ლენო, კოშელნი, მონრეალი, პაპასტატოპულოსი, ჯენკინსონი, კოლაშინაცი (აივობი 56), ტორეირა, გენდუზი, მხითარიანი (ლაკაზეტი 64), იოზილი, ობამეიანგი (დენის სუარესი 70)
მწვრთნელი: უნაი ემერი
ბორნმუთი: ბორუცი, სმიტი (რიკო 70), აკე, მეფამი, კლაინი, სურმანი, გოსლინგი, აიბი (დენიელსი 56), ფრეიზერი (სარიჯი 80), მუსე, კინგი
მწვრთნელი: ედი ჰაუ
მსაჯი: კრის კავანა
გაფრთხილება: პაპასტატოპულოსი (36), ტორეირა (69); კინგი (32), დენიელსი (77)
ლივერპული - უოტფორდი 5:0
ლივერპული. „ენფილდი.“ 53 316
1:0, 2:0 მანე (9, 20), 3:0 ორიჯი (66), 4:0, 5:0 ვან დეიკი (80, 83)
ლივერპული: ალისონი, ალეკსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი, ფაბინიო, ვეინალდუმი (კეიტა 84), მილნერი (ჰენდერსონი 70), მანე (ლალანა 78), სალაჰი, ორიჯი
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
უოტფორდი: ფოსტერი, იანმატი, კატკარტი, მარიაპა, მასინა, ჰიუზი, დუკურე, კაპუ, პერეირა (სემა 84), დეულოფეუ (კლევერლი 73), დინი (გრეი 73)
მწვრთნელი: ხავი გარსია
მ;საჯი: გრემ სქოთი
გაფრთხილება: კატკარტი (70), მასინა (82)
კრისტალ პალასი - მანჩესტერი 1:3
ლონდონი. „სელჰერსტ პარკი.“
0:1, 0:2 ლუკაკუ (33, 52), 1:2 უორდი (66), 1:3 იანგი (83)
კრისტალ პალასი: გუაიტა, უორდი, ტომკინსი, კელი, ვან ანჰოლტი (კუიატე 83), შლუპი, მილივოევიჩი, მაკარტური (მაიერი 61), თაუნსენდი, ზაა, ბაჩუაი (ბენტეკე 78)
მწვრთნელი: როი ჰოჯსონი
მანჩესტერი: დე ხეა, სმოლინგი, დალოტი (რაშფორდი 77), შოუ, ლინდელოფი, იანგი, მაკტომინეი, ფრედი (გარნერი 90+1), პოგბა, სანჩესი (ბაილი 77), ლუკაკუ
მწვრთნელი: ოლე გუნარ სოლსკიაერი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
გაფრთხილება: კელი (41), ზაჰა (90+1); სანჩესი (69), შოუ (81), ლუკაკუ (90+5)
სიტი - ვესტ ჰემი 1:0
მანჩესტერი. „ეტიჰადი.“ 53 528
1:0 აგუერო (59, პენ)
სიტი: ედერსონი, დანილო, კომპანი, ოტამენდი, ზინჩენკო, გიუნდოგანი, დავიდ სილვა, მაჰრეზი (სტერლინგი 55), დე ბრუინი, სანე (ბერნარდუ სილვა 57), აგუერო (ფოდენი 84)
მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა
ვესტ ჰემი: ფაბიანსკი, ფრედერიკსი, დიოპი, ოგბონა, ჯონსონი (საბალეტა 63), რაისი, ანტონიო, ობეანგი, ნასრი (ლანსინი 46), ანდერსონი (დიანგანა 76), კეროლი
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
მსაჯი: სტიუარტ ატველი
გაფრთხილება: ფრედერიკსი (41), ანტონიო (87)
ჩელსი - ტოტენჰემი 2:0
ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი.“ 40 542
1:0 პედრო (57), 2:0 ტრიპიერი (85, საკ კარში)
ჩელსი: კაბალიერო, ასპილიკუეტა, რიუდიგერი, დავიდ ლუისი, ალონსო, ჟორჟინიო, კანტე, კოვაჩიჩი (ლოფტუს-ჩიკი 77), პედრო, იგუაინი (ჟირუ 84), აზარი (ვილიანი 60)
მწვრთნელი: მაურიციო სარი
ტოტენჰემი: ლორისი, ტრიპიერი, ალდერვეირელდი, სანჩესი, დევისი, უინკსი, სისოკო (როუზი 85), ერიკსენი, ლამელა (ლიორენტე 70), სონი (მოურა 80), კეინი
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
მსაჯი: ანდრე მარინერი
გაფრთხილება: დავიდ ლუისი (90+4); კეინი (90)
საუთჰემპტონი - ფულემი 2:0
1:0 რომეუ (23), 2:0 უორდ-პროუსი (41)