ჩოგბურთი

21:30 | 27.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილის მარცხი წყვილებში

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ დუბაიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 2 887 895 დოლარი) წყვილთა გათამაშებას გამოეთიშა.

ბასილაშვილი და ავსტრალიელი მეტიუ ებდენი მეოთხედფინალში ჰოლანდიელ ჟან-ჟულიენ როჯერსა და რუმინელ ჰორია ტეკაუს გაეჯიბრნენ და მართალია, პირველ სეტში იმარჯვეს, საბოლოოდ, 7:5, 6:7 (3:7), 3:10 წააგეს.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი დუბაის ტურნირის ერთეულთა შეჯიბრში მეოთხედფინალშია გასული, სადაც ხვალ ჩეხ ტომაშ ბერდიხსა და ხორვატ ბორნა ჩორიჩს შორის უმჯობესს გაეჯიბრება.

0.114113