ჩოგბურთი

21:07 | 27.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქარდავას მარცხი ანტალიაში

ქართველი ჩოგბურთელი ზოზია ქარდავა თურქულ ანტალიაში მიმდინარე 15-ათასიან ტურნირში იუნიორთა ქვოტით ჩაერთო, თუმცა, პირველივე წრეში წააგო. ზოზია კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ იაპონელ ერი შიმიზუს გაეჯიბრა და სამ სეტში 6:4, 1:6, 3:6 დამარცხდა.

ანტალიაშივე ვაჟთა 15-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გასვლას ცდილობდნენ ზურა ტყემალაძე, საბა ფურცელაძე და ნიკოლოზ დავლიანიძე, თუმცა, სამივე მათგანმა კვალიფიკაციის საწყის რაუნდში ისე წააგო, სეტიც არ აუღიათ.
წყვილებში დავლიანიძემა და ტყემალაძემ უკრაინელი ნიკიტა მაშტაკოვი და იტალიელი ლუკა პრევოსტო 0:6, 6:4, 12:10 დაამარცხეს და მეოთხედფინალში ითამაშებენ.

0.113946