ჭიდაობა

19:51 | 27.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბულგარულ ტურნირზე პეტრიაშვილის წინამძღოლობოთ

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირზე მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი წარუძღვება.

28 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით, ბულგარულ რუსეში ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების (UWW) ეგიდით მორიგი სარეიტინგო საერთაშორისო ტურნირი "დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის" მემორიალი გაიმართება.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს ნაკრები ბულგარეთში შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს:
57 კგ. – გიორგი ღონიაშვილი, ბექა ბუჯიაშვილი
61 კგ. – ოთარ გოგავა
65 კგ. – გიორგი რევაზიშვილი
70 კგ. – ლევან ქელეხსაშვილი
79 კგ. – ნიკა კენჭაძე
86 კგ. – სანდრო ამინაშვილი
92 კგ. – ირაკლი მწითური
97 კგ. – ზვიად მეტრეველი
125 კგ. – გენო პეტრიაშვილი

ტურნირის განრიგი

28 თებერვალი - 1 მარტი - 61,70,79, 92 კგ.
1-2 მარტი - 57, 65, 74 კგ.
2-3 მარტი - 86, 97, 125 კგ.

ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი

0.066896