ფეხბურთი

18:58 | 27.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

კურიოზული გოლი კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგაზე (+VIDEO)

კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგაზე მექსიკური „ტიგრესი“ კოსტა რიკის საფეხბურთო კლუბ „დეპორტივო საპრისას“ დაუპირისპირდა. ამ შეხვედრაში საკმაოდ კურიოზული გოლი გავიდა.

მე-15 წუთზე ანგარიში მას შემდეგ გაიხსნა, რაც „დეპორტივო საპრისას“ მცველი ობრეი დევიდი და მეკარე აარონ კრუზი სიტუაციაში ვერ გაერკვნენ. შეუთანხმებელი მოქმედების წყალობით დევიდმა ავტოგოლი მიითვალა.

თამაში „ტიგრესმა“ 5:1 მოიგო და კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა.

0.15227