საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასკვნითი 2 მატჩი წააგო, თუმცა, ფიბა-ს განახლებულ რეიტინგში 1 პოზიციით დაწინაურდა და 354.0 ქულით 26-ე ადგილზე იმყოფება.
ქართველი კალათბურთელების წინ პოლონეთი იმყოფება, უახლოესი მდევარი კი ირანი გახლავთ. საქართველოს ნაკრები 1 ადგილით აღზევდა ევროპულ კლასიფიკაციაშიც და იმავე პოლონეთის კვალად მე-17 საფეხურზეა, ჩვენების შემდეგ კი მონტენეგრო მოდის. შეგახსენებთ, რომ როგორც პოლონეთი, ასევე მონტენეგრო მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე ითამაშებენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ოპტიმალური შემადგენლობით, მეორე ადგილს ქვემოთ, ყველასთან შეიძლება ბრძოლა და გამარჯვებაზე ფიქრი. გუნდურ სახეობებში ერთადერთია, სადაც რეალურად შეგვიძლია წარმატებით გამოსვლა(ხელისშემშლელი მიზეზებზე აღარაფერს ვამბობ, იმედია მოგვარდება ყველაფერი)
ვაუუ რა კარგი ყოფილა კალათბურთელობაა ! აგებ და მაინც წინ მიდიხარ რეიტინგში PP