ძიუდო

14:00 | 27.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოს რეიტინგის ლიდერებში კვლავაც ქართველთა სიმრავლეა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გამართული გრანდ სლემის კვალად განახლებული კლასიფიკაცია გამოაქვეყნა, სადაც კვლავაც ქართველი ქომაგისთვის სასიამოვნო სურათი გვაქვს.

საერთო რეიტინგის თერთმეტი მოწინავე ძიუდოისტიდან 5 ქართველია, ამასთან, პირველ-მეორე პოზიციებზე გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) და ვარლამ ლიპარტელიანი (00 კგ.) იმყოფებიან, მესამეზე ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილია (90 კგ.), მეოთხეზე კი რუსეთის მოქალაქობის მქონე რობერტ მშვიდობაძე (60 კგ.).

შესაბამისად, მე-9, მე-10 და მე-11 ადგილებს ინაწილებენ ამირან პაპინაშვილი (60 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.).

0.111729