საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი, შეასძლოა „ფინიქს სანსის“ მთავარი მწვრთნელი აღარ იყოს, აღნიშნულ ინფორმაციას The Arizona Sports-ი ავრცელებს.
ნბა-ს მიმდინარე სეზონში „ფინიქსს“ ყველაზე ცუდი შედეგი 12 მოგება და 50 წაგება აქვს. როგორც ჩანს კლუბის ხელმძღვანელობა კოკოშკოვის მუშაობით უკმაყოფილეობი არიან და მისი გუნდიდან გაშვება უნდათ.
კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებს 2008-2015 წლებში წრთვნიდა. ბოლოს იგორის მიერ გაწრთვნილმა სლოვენიის ნაკრებმა 2017 ევროპის ჩემპიონატი მოიგო.