ფეხბურთი

21:46 | 2.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მესი: “რონალდუს კონკურენტად არ მივიჩნევ”

ფიფას ოფიციალურ საიტთან არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ლეო მესიმ რონალდუსა და ნეიმარის შესახებ ისაუბრა.

“მერამდენედ მიხდება გამეორება - რონალდუს კონკურენტად არ აღვიქვამ. ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია პირადი ჯილდო. მთავარია, კლუბმა წარმატებას მიაღწიოს და გამარჯვებებში ჩემი გოლებით შევიტანო წვლილი”, - აღნიშნა მესიმ.

“ნეიმარს დიდი პოტენციალი აქვს. მისი სადებიუტო სეზონი ცუდი არ ყოფილა. ვფიქრობ, ის მოუმატებს და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდება”, – დასძინა არგენტინელმა.


დიმა შარიქაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.152782