ფეხბურთი

2:10 | 27.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ლესტერმა“ მოიგო, როჯერსმა უცქირა

სამშაბათს, ინგლისური პრემიერლიგის, 28-ე ტურის ოთხი მატჩი გაიმართა. მთავარი ამბავი ლესტერის „კინგ პაუერზე“ მოხდა, სადაც ადგილობრივმა „ლესტერმა“ 1 იანვრის შემდეგ პირველად გაიმარჯვა. შვიდი თამაში არ ეგემათ „მელიებს“ გამარჯვების გემო და ამჯერად ახალი მთავარი მწვრთნელის თვალწინ იყოჩაღეს.

მატჩამდე ცოტა ხნით ადრე, ცნობილი გხდა, რომ „ლესტერს“ ბრენდან როჯერსი გაწვრთნის. 46 წლის ჩრდილოირლანდიელ სპეციალისტს ხელშეკრულება 2022 წლის ივნისამდე გაუფორმეს. ის მუშაობას შემდეგი ტურიდან, „უოტფორდთან“ შეხვედრით დაიწყებს. ამჯერად კი ტრიბუნაზე იჯდა და მომავალ შეგირდებს აკვირდებოდა. მისმა გამოჩენამ სტადიონზე, მასპინძელ ქომაგებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ როჯერსი „ლივერპულიდან“ 2015 წელს დაითხოვეს, ცუდი შედეგების გამო. შემდეგგ ის „სელტიკში“ მუშაობდა, სადაც ქვეყნის ყველა ტიტული რამდენჯერმე მოიგო.

როგორც ჩანს, მას დიდი ფეხბურთი მოენატრა და „მელიების“ წინადადებას სიამოვნებით დათანხმდა. ბიჭებმაც არ დააღალატეს, გრეისა და ვარდის გოლებით „ბრაიტონს“ მოუგეს. შეგახსენებთ, რომ „მელიების“ ხელმძღვანელობამ, ცუდი შედეგების გამო, 24 თებერვალს, თანამდებობიდან მთავარი მწვრთნელი, კლოდ პიუელი დაითხოვა.

ინგლისი

პრემიერლიგა. 28-ე ტური. 26 თებერვალი

ლესტერი - ბრაიტონი 2:1

1:0 გრეი (10), 2:0 ვარდი (64), 2:1 პროპერი (66)

კარდიფი - ევერტონი 0:3

0:1, 0:2 სიგურდსონი (41, 66), 0:3 კალვერტ-ლევინი (90+3)

ჰადერსფილდი - ვულვზი 1:0

1:0 მუნიე (90+2)

ნიუკასლი - ბარნლი 2:0

1:0 შერი (24), 2:0 ლონგსტაფი (38)

0.11699