კალათბურთი

23:10 | 26.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნოვიცკის მორიგი მიღწევა

„დალას მავერიკსი“ „კლიპერსთან“ გასვლაზე 121:112 დამარცხდა. ლეგენდარული კალათბურთელი დირკ ნოვიცკი ნბა-ს ისტორიაში გახდა მეოთხე კალათბურთელი, რომელსაც ათას ხუთასი შეხვედრა დაუგროვდა.

ნოვიცკიმ „კლიპერსთან“ მატჩში 12 ქულა, 5 მოხსნა და ერთი პასი მიითვალა.

ნბა-ს ისტორიაში ხუთი კალათბურთელი, რომელსაც ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული:

  1. რობერტ პერიში - 1611 - მატჩი
  2. ქარიმ აბდულ-ჯაბარი - 1560
  3. ჯონ სტოკტონი - 1504
  4. დირკ ნოვიცკი - 1500
  5. კარლ მელოუნი - 1476

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119175