ფეხბურთი

20:12 | 26.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" "მილანს" კაპიტანს ეპატიჟება

იტალიური „მილანის“ კაპიტან ალესიო რომანიოლის ინგლისური გუნდები ეპატიჟებიან. ბრიტანული მედიის ცნობით, იტალიელი მცველის დამატება „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ჩელსის“ სურთ.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ რომანიოლით დაინტერესებული „იუვენტუსიცაა“. „როსონერი“ კი, გუნდის კაპიტანსა და ლიდერს ადვილად არ შეელევა. 24 წლის ფეხბურთელი ამჟამად 70 მილიონ ევროდ ფასობს. რომანიოლისა და „მილანს“ შორის კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდეა გაფორმებული.

მიმდინარე სეზონში ალესიომ 27 თამაში ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა.

0.142633