“საბურთალო”-2-მა შეკრება დაასრულა – ჩვენი გუნდი ბოლო საკონტროლო მატჩში მოსკოვის “დინამოს” დუბლშემადგენლობას დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა. თბილისელთაგან ერთადერთი გოლი გიორგი გულიაშვილმა გაიტანა.
რევაზ გოცირიძის კრებული სამშობლოში ხვალ გამთენიისას დაბრუნდება და უკვე ადგილზე მოემზადება სეზონის განახლებისთვის. “საბურთალო”-2 ლიგა-3-ში პირველ ოფიციალურ შეხვედრას 6 მარტს “ბენდელაზე” “ბეთლემთან” გამართავს. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.
საბურთალო: მეგრელიშვილი, ტაბატაძე, ბერიძე, ჯინჯოლავა, ხარაიშვილი, ტალახაძე, ნ. აბულაძე, ღლონტი, აფციაური, გაბუნია, გულიაშვილი.
ცვლილებაზე შევიდნენ: ლეჟავა, ნონიკაშვილი, ჭანტურიშვილი, გოჩოლეიშვილი, ფოჩხუა.
www.fcsaburtalo.ge