ფეხბურთი

16:43 | 26.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძე: "იმედია, ჩემი ტანჯვა შედეგს გამოიღებს"

საქართველოს ნაკრებისა და სამარის „კრილია სოვეტოვის“ ნახევარმცველი ჯანო ანანიძე სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს.

ქართველი ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ ტრავმებისგან გამოწვეული ტანჯვა წარსულს ჩაბარდება და ახალი საფეხბურთო სეზონი წარმატებული იქნება:

„მოგესალმებით ყველას. ჩავთვალე, რომ ეს უნდა მეთქვა: ახლოვდება ახალი საფეხბურთო სეზონი, სანაკრებო თამაშები და ჩემი ოფიციალური დებიუტი ახალ გუნდში. სულ ცოტაც დარჩა და იმ ტანჯვას, რაც გადავიტანე, შედეგი უნდა მოჰყვეს. საკმაოდ დიდი დრო გამიცდა ტრავმების გამო. ვერ ვითამაშე ნაკრების შემადგენლობაშიც და კიდევ ერთხელ მინდა ნაკრებს ის მნიშვნელოვანი წარმატება მივულოცო, რომელსაც მიაღწია. იმედია, მომდევნო შესარჩევ ციკლში შევძლებ ნაკრბეის გამარჯვებებში ჩემი წვლილის შეტანას. იმ რთული პერიოდის განმავლობაში, რომელიც გამიცდა, ბევრისგან ძალიან დიდი მხარდაჭერა და გვერდში დგომა ვიგრძენი, რისთვისაც ყველას მადლობას გიხდით.

ამ ხნის განმავლობაში ჩემთვის ბევრს მოუმართავს თხოვნით და მეც ბევრისთვის მითხოვია დახმარება, კონსულტაცია, რჩევა. თუმცა, მინდა ყველას ვუთხრა, რომ ნებისმიერ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ ჩემს უახლოეს ადამიანებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ვიღებ. ბევრ საკითხს თავად ვწყვეტ ინდივიდუალურად, ისე, როგორც მე მიმაჩნია სწორად და ჩემი თხოვნა იქნება, რომ თუკი აქამდე ვინმესთვის გარკვეული კითხვით, თხოვნით ან უმნიშვნელო დახმარებისთვის მომიმართავს, ნურავინ ჩათვლით, რომ ან დამოკიდებული ვარ თქვენზე, ან რომელიმეს გარეშე რაიმე პრობლემის გადაჭრა შეუძლებლად მიმაჩნია. დღეს, ჩემი მთავარი საფიქრალი მოახლოებული ახალი საფეხბურთო სეზონი და სანაკრებო თამაშებია. ამიტომ, დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენგან გვერდში დგომასა და მხარდაჭერას ისევ ვიგრძნობ. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის“, - დაწერა ჯანომ.

აქვე გეტყვით, რომ „კრილია სოვეტოვი“ რუსეთის პრემიერლიგაში მიმდინარე წელს პირველ შეხვედრას 2 მარტს, მოსკოვში, „ლოკომოტივთან“ ჩაატარებს.

0.142708