კალათბურთი

16:15 | 26.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას უქულო შეხვედრა

ზაზა ფაჩულიას „დეტროიტ პისტონსმა“ „ინდიანა“ 113:109 დაამარცხა. ზაზა თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და სულ ცხრა წუთი ითამაშა. ამ დროში ფაჩულიამ ვერც ერთი ქულა ვერ მოიპოვა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქართველ ცენტრს ბურთი არც ერთხელ არ უსვრია. ზაზამ გუნდს 2 პასი და ერთი მოხსნა შესძინა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას „დეტროიტმა“ პირველი პერიოდი 36:20 მოიგო და მას შემდეგ ინდიანაპოლისელები ანგარიშით წინ აღარ გასულან. ანდრე დრამონდმა ორმაგი დუბლი შეასრულა 26 ქულა და 16 მოხსნა. ბლეიკ გრიფინმა სამმაგი დუბლი მიითვალა 20 ქულა, 10 მოხსნა და 10 პასი. „ინდიანაში“ 25 ქულით ბოგდანოვიჩი გამოირჩა.

„დეტროიტი“ 29 მოგებით და 30 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112351