23-26 თებერვალს ნინო სალუქვაძის ტირში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში (10-მეტრიანი დისტანცია). შეჯიბრება ქალებშიც და ვაჟებშიც ორ ასაკობრივ კატეგორიაში - უფროსებში და ახალგაზრდებში გაიმართა.
ტურნირის დასკვნითი დღე შერეულ წყვილთა შეჯიბრს დაეთმო.
საქართველოს ჩემპიონატი ტყვიის სროლაში. პნევმატური პისტოლეტი. შერეული წყვილები.
1. ლიზი კილაძე (ქუთაისი,379) - აკაკი მოსულიშვილი (თბილისი, 375) - 754 ქულა
2. ნინო სალუქვაძე (382) - ცოტნე მაჭავარიანი (ორივე - თბილისი, 371) - 753
3. მარიამ ღვინიაშვილი (371)- ვლადიმერ მაიოროვი (ორივე - თბილისი, 379) - 750