სხვა

17:10 | 26.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოფარიკავეთა მომდევნო ტურნირი მსოფლიო თასია

გამთენიისას თბილისში საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრების წევრები დაბრუნდნენ. ქაიროში გამართულ გრან პრიზე, სანდრო ბაზაძემ ისტორიული შედეგი დააფიქსირა და პირველი ქართველი მოფარიკავე გახდა, რომელმაც გრან პრიზე მედალი მოიპოვა.
მომდევნო შეჯიბრი, სადაც ქართველი ხმლით მოფარიკავეები გამოვლენ, მსოფლიო თასია, რომელიც 8-9 მარტს იტალიის ქალაქ პადოვაში ჩატარდება.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

0.115094