„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, ჟურნალისტებს კვირას, „სიტის“ წინააღმდეგ, ინგლისის ლიგის თასის ფინალში მომხდარი ინციდენტის შესახებ უამბო. შეგახსენებთ, რომ მატჩის ბოლო წუთებზე, სარი მეკარე კეპა არისაბალაგას ვილი კაბალიეროთი შეცვლას აპირებდა, მაგრამ ბასკმა კარის დარაჯმა მინდვრის დატოვება იუარა.
„კეპას ვესაუბრე ამ ინციდენტის შესახებ. კარგა ხანს ვლაპარაკობდით. შევთანხმდით, რომ გაუგებრობა მოხდა. მან დიდი შეცდომა დაუშვა, როცა ასე მოიქცა. კეპამ მეც და თანაგუნდელებსაც ბოდიში მოგვიხადა. ამიტომ, ჩემთვის ეს თემა ამოწურულია.
იმ დღეს გუნდმა კარგად იმუშავა, საწყენია, რომ ინციდენტმა ყველაფერი გააფუჭა. ახლა მხოლოდ მომავალ მატჩზე ვფირობთ.“ - ციტირებს სარის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.