თამაშგარე

11:49 | 26.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

მშვენიერი ევგენია უთანასწორობის წინააღმდეგ!

რუსი მსოფიოს ჩემპიონი სინქრონულ ცურვაში ევგენია პოდბერეზკინა ევროპის ბულვარულმა საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც ამ ქალმა თავპატიჟდაუდებლად გაიძრო საწმერთული და ფოტომოდელის ხელობა ისე გემრიელად შეისისხლხორცა, კაცი იფიქრებს, ამის მეტი ცხოვრებაში არაფერი უკეთებიაო.

ევგენია პოდბერეზკინამ შარშან ზაფხულში საზოგადოებას თავი იმითაც შეახსენა, როდესაც რომ განაცხადა - სპორტსმენებს შორის დიდი უთანასწორობა არსებობს და ფეხბურთელები სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლებზე ბევრად მეტ ხელფასებს იღებენო. ეს ევგენიას აზრით დიდი უსამართლობაა და მაგალითად სიქრონულად მოცურავეების შრომა ასეთ დროს არავის ახსენდება.

სულ ახლახანს ევგენიამ თავისი ნაწუწუნარი საქმედ აქცია და მეგობრებთან ერთად ჩამოაყალიობა “სპორტსმენების დაცვის ლიგა“, რაც წმინდა წყლის პროფკავშირული ორგანიზაცია იქნება და შეეცდება სპორტსმენებს შორის არსებული სახელფასო უსამართლობა აღმოფხვრას. პოდბერეზკინას რამდენად გამოუვა მეტად რთული საქმე - ამას მომავალი გვიჩვენებს.

0.122824