ფეხბურთი

2:45 | 26.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბატისტუტა: "რეალსა" და "მილანში" თამაში ჩემთვის მოსაწყენი იქნებოდა"

ლეგენდარულმა არგენტინელმა თავდამსხმელმა გაბრიელ ომარ ბატისტუტამ წარსული გაიხსენა. American Busines Forum-თან საუბარში „ბატიგოლმა“ თქვა, რომ თავის დროზე „რეალი“ და „მილანი“ იწვევდნენ, მაგრამ ამ გუნდებში თამაში მისთვის მოსაწყენი იქნებოდა.

„ხშირად ფეხბურთელი განიხილება, როგორც პროდუქტი. როდესაც „ფიორენტინაში“ ვიყავი, ჩემი გადაბირება „რეალს“, „მანჩესტერსა“ და „მილანს“ უნდოდა. თუმცა მე ფლორენციაში დარჩენა სიმშვიდის გამო ავირჩიე. „რეალში“ ან „მილანში“ ალბათ 200-ზე მეტ გოლს გავიტანდი და ბევრ ტიტულს მოვიგებდი, მაგრამ ჩემთვის ეს მოსაწყენი იქნებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ არასდროს მომიგია მნიშვნელოვანი ტიტული, ვფიქრობ, გამარჯვებული ვარ, რადგან „ფიორენტინას“ დავეხმარე, რომ უფრო ძლიერი გუნდი გამხდარიყო“, - განაცხადა „ბატიგოლმა“.

შეგახსენებთ, ბატისტუტა სამშობლოში „ნიუელს ოლდ ბოიზის“, „რივერ პლეიტისა“ და „ბოკა ხუნიორსის“ ღირსებას იცავდა. 1991-2000 წლებში „ფიორენტინაში“ ოქროს წლები გაატარა, მერე იყო „რომას“ ფეხბურთელიც (სადაც სკუდეტო მოიგო) და მცირე პერიოდით „ინტერშიც“ ითამაშა. კარიერა კი 2005 წელს „ალ-არაბიში“ დაასრულა.

0.122002