ჩოგბურთი

21:30 | 25.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა წყვილებშიც იმარჯვა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ დუბაიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 2 887 895 დოლარი) დღის განმავლობაში მე-2 გამარჯვება იზეიმა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა ერთეულთა შეჯიბრის საწყის რაუნდში მე-4 ნომრად განთესილი რუსი კარენ ხაჩანოვი 6:4, 6:1 დაამარცხა, რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ მატჩში კი წყვილთა თანრიგშიც იმარჯვა.
ნიკოლოზი და ავსტრალიელი მეტიუ ებდენი მე-2 განთესვის მქონე რავენ კლაასენსა (სამხრეთ აფრიკა) და მაიკლ ვენუსს (ახალი ზელანდია) დაუპირისპირდნენ, 7:6 (7:4), 3:6, 10:3 დაამარცხეს და მეოთხედფინალში გააღწიეს.
თუ ვინ იქნებიან ბასილაშვილისა და ებდენის მეტოქეები ხვალ გაირკვევა, როდესაც ჰოლანდიელი როჯერი და რუმინელი ტეკაუ ავსტრიელ მელცერსა და სერბ ზიმონჟიჩს ეთამაშებიან.

0.129579