ჩოგბურთი

19:40 | 25.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა აშშ-ში, ბოლქვაძე – საფრანგეთში, ქარდავა – თურქეთში

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა აშშ-ში იმყოფება და მიმდინარე კვირაში ძალებს ინდიან ველსის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 162 480 დოლარი) სცდის.

კალაშნიკოვა იაპონელ ნაო ჰიბინოსთან ერთად მე-2 ნომრადაა განთესილი და ცხადია, ფავორიტთა შორის მოიაზრება. ქართველი და იაპონელი ჩოგბურთელები მერვედფინალში შვეიცარიელ ვიკტორია გოლუბიცსა და ამერიკელ ჯეიმი ლოებს გაეჯიბრებიან.
საფრანგეთის ქალაქ მაკონში დაწყებულ 25-ათასიან შეჯიბრში ჩაებმება მარიამ ბოლქვაძე, რომელიც ძირითად ბადეშია დაშვებული და პირველ წრეში მე-5 ნომრად განთესილ გერმანელ ანტონია ლოტნერს ეთამაშება.
სავარაუდოდ, ანტალიის 15-ათასიან ტურნირში გაირჯება ზოზია ქარდავა, რომელსაც იუნიორთა კვოტა ეკუთვნის.

0.112777