კალათბურთი

17:55 | 25.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილის რვიანები და ბეჟანიშვილის ორმაგი დუბლი

სანდრო მამუკელაშვილისა და გიორგი ბეჟანიშვილის გუნდებმა აშშ-ს კოლეჯების ლიგაში მორიგი მატჩები წააგეს, ქართველი კალათბურთელები კი ცუდად ნამდვილად არ გამოიყურებოდნენ.

მამუკელაშვილის “სეთონ ჰოლი” “სენტ ჯონსთან” 70:78 დამარცხდა, ჩვენებურმა კი 30 წუთში 8 ქულა, 8 მოხსნა (3 შეტევაში) და 1 პასი მიითვალა.
სანდრომ 4-დან 2 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
“სეთონ ჰოლი” 7 მოგებითა და 8 მარცხით ბიგ ისთის კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 3 მარტს “ჯორჯთაუნთან” ჩაატარებს.

ბეჟანიშვილის “ილინოისმა” “პენ სთეითთან” 76:83 წააგო, გიორგიმ კი მოედანზე 30 წუთი გაატარა და ორმაგი დუბლი შეასრულა. მისი მონაგარი 16 ქულა, 10 მოხსნა (5 შეტევაში), 1 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო.
ქართველმა მძიმე ფორვარდმა 14-დან 5 ორქულიანი გამოიყენა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.
ილინოისელები 6 მოგებითა და 10 მარცხით ბიგ თენის კონფერენციაში მე-9 პოზიციაზე იმყოფებიან, 28 თებერვალს კი, ერთ-ერთ ლიდერ “პერდიუსთან” შერკინება ელით.

0.118642