ფეხბურთი

19:20 | 25.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ ლუიზი: "კეპას ვუთხარი, რომ მწვრთნელის გადაწყვეტილება მიეღო და მოედანი დაეტოვებინა"

ლონდონის „ჩელსის“ მცველმა დავიდ ლუიზმა ინგლისის კარაბაოს თასის ფინალში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა. ბრაზილიელის განცხადებით, კეპას მოედნის დატოვება ურჩია.

„კეპას უბრალოდ ვუთხარი, რომ მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცეს. მაგრამ არ ვიცი, რატომ ცვლიდა სარი: ტრავმის გამო თუ ტაქტიკური ცვლილების გამო. უბრალოდ არ ვიცი“, - ციტირებს დავიდ ლუიზის სიტყვებს AFP.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის კარაბაოს თასის ფინალის 119-ე წუთზე მაურიციო სარის მოედანზე კეპას ნაცვლად ვილი კაბალიეროს შეყვანა სურდა, მაგრამ ესპანელმა მოედანი არ დატოვა და თამაში გააგრძელა.

აღნიშნულ ეპიზოდს ბრიტანეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კეპამ ერთი პენალტი მოიგერია თერთმეტმეტრიანების სერიაში, მაგრამ „ჩელსი“ მაინც დამარცხდა და ტიტულის გარეშე დარჩა.

0.102233