ბრიტანული “კარდიფ სიტის“ 28 წლის კაპიტანი შონ მორისონი საერთო აზრით საკმაოდ კარგი ფეხბურთელია და ბრიტთა კუნძულზე მასზე ერთ დროს დიდ იმედებსაც ამყარებდნენ. თუმცა, აქამდე ინგლისის ბულვარული მედია ამ კაცით ნაკლებად დაინტერესებულა. ახლა კი ერთბაშად ვარსკვლავთა შორის გამოიჭიმა.
ყველაფერი მას შემდეგ დაწყო, რაც საზოგადოებამ სრულიად შემთხვევით და დაუგეგმავად, ფეხბურთელის მშვენიერი ცოლი, სტეისი ამბერ უარდი გაიცნო. შონ მორისონი შემთხვევით ცუდად გამხდარა, სტისიმ სასწრაფო გამოიძახა, სასწრაფოს კუდში მიყვანენ ჟურნალისტები და აი სწორედ იმ ჟურნალისტებმა შეამჩნიეს ქალბატონი სტეისის ეშხი და ტანკენარობა.
სამედიცინო ჯგუფის ამ იღბლიანი გამოძახების შემდეგ, “კარდიფ სიტის“ კაპიტანი თურმე სისხლის მოწამვლას გადაურჩა, მისი მეუღლე კი უცებ გახდა ფერადი ჟურნალების გვერდების დამამშვენებელი. ახლა თუკი სადმე შონ მორისონს ვახსენებთ, იქვე მისი ეშხიანი ცოლიც არ უნდა დავივიწყოთ.