ისტორია

9:55 | 25.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

25 თებერვალი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1935 - დაიბადა პეპე (ჟოსე მასია). ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებისა (1955-65) და “სანტოსის” (1954-69) გარემარბი. მსოფლიოს 1958 და 1962 წლების ჩემპიონი. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 40 მატჩი. 1962 და 1963 წლებში მოიპოვა საკონტინენტთაშორისო და ლიბერტადორესის თასები. სან პაულუს შტატის მრავალგზის ჩემპიონი და ბრაზილიის თასის ხუთგზის მფლობელი. “სანტოსის” შემადგენლობაში ჩაატარა 750 მატჩი და გაიტანა 405 გოლი. “სანტოსის” საკლუბო შედეგიანობით პეპე მხოლოდ პელეს ჩამორჩება.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1904 - “ოტავა სილვერმა” ორი მატჩის ჯამში “ტორონტო მარლბორო” დაამარცხა და ჰოკეიში სტენლის თასი მოიპოვა.

1924 - აშშ-ის ქალაქ მერილენდში ჩატარებული საკალათბურთო მატჩის მსვლელობისას ბოიდმა 156 ქულა გააკეთა (შეხვედრა 163:3 დასრულდა).

1941 - ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბმა “ბოსტონ ბრუინზმა” რეგულარული პირველობის ზედიზედ 23-ე მატჩი მოიგო.

1952 - ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში საზეიმოდ დაიხურა ზამთრის მეექვსე ოლიმპიური თამაშები.

1962 - ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა სერ სტენლი მეტიუზმა მერვაასე ოფიციალური მატჩი ჩაატარა.

1977 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “ნიუ ორლეან ჰორნეთსის” გამთამაშებელმა პიტ მარავიჩმა რეგულარული პირველობის მატჩში, NBA-ში უკანახაზელის შედეგიანობის რეკორდი დაამყარა (68 ქულა).

1981 - ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბების “ბოსტონ ბრუინზისა” და “მინესოტა ნორთ სტარზის” მატჩში, მსაჯებმა ორივე გუნდის მოთამაშეები 84-ჯერ გააძევეს მოედნიდან, საერთო საჯარიმო დრომ კი, 392 წუთი შეადგინა.

1982 - თოვლზე გადაადგილებისათვის კონსტრუირებულმა ავტომობილმა 239 კმ/სთ სიჩქარე განავითარა.

1987 - ბეისბოლის ეროვნული ლიგის მოთამაშე ლამარ ჰოიტს, ნარკოტიკის მოხმარების გამო, წლის ბოლომდე დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.

1988 - თბილისის “დინამომ” ალჟირული საფეხბურთო ტურნეს მსვლელობის ბოლო მატჩში, სეტიფში, ადგილობრივ გუნდთან 2:2 ითამაშა. პირველ ტაიმში “დინამო” 0:2 აგებდა, შესვენების შემდეგ კი, გოლები ოთარ კორღალიძემ და მამუკა ფანცულაიამ გაიტანეს. “დინამო”: გაბელია, მიქაბერიძე, ცვეიბა, ჭედია, ტყებუჩავა, რევიშვილი (აჯოევი), სვანაძე, სულაქველიძე, ქეცბაია, კორღალიძე, შენგელია (ფანცულაია). მწვრთნელი: დავით ყიფიანი.

1989 - ამერიკელმა კალათბურთელმა კრისტოფერ ედიმ ოფიციალურ მატჩში ყველაზე შორი მანძილიდან მოახერხა კალათში ბურთის ჩაგდება (28 მ).

1989 - მაიკ ტაისონმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ფრენკ ბრუნო მეხუთე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1994 - ფილ რუზოტო ბეისბოლისტთა “დიდების დარბაზში” შეიყვანეს.

1996 - ავსტრალიელმა მძლეოსანმა კერი საკსბიმ 5 კმ-ზე სირბილში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (20:13.26).

1998 - საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი რიგაში, ლატვიასთან 63:99 წააგო. საქართველო: მაისურაძე (10 ქულა), სტეფანია (13), ხოშტარია, ბეჟანიშვილი (4), გოგობერიშვილი (2), ვაშაკიძე (2), შენგელია (18), ჯაფარიძე (9), ბოისა (5).მმთავარი მწვრთნელი ბესიკ ლიპარტელიანი.

2005 - საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ფორვარდი, ნიკოლოზ ცქიტიშვილი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “დენვერ ნაგითსიდან”, კალიფორნიის შტატის ოკლენდის “გოლდენ სთეით უორიორზში” გადავიდა.

2005 - UEFA-ს თასის გათამაშების მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე, ფრანგულ “ოსერთან” ორი მატჩის ჯამში დამარცხების შემდეგ, ამსტერდამის “აიაქსის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რონალდ კუმანი გადადგა.

2005 - ესპანური საფეხბურთო კლუბ “ვალენსიას” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კლაუდიო რაინიერი გადააყენეს.

2006 - ტურინში ჩატარებულ ზამთრის ოლიმპიადაზე გერმანელმა მიხაელ გრაისიმ და შვედმა ანა კარინ ოლოფსონმა (ბიატლონი, მას. სტარტი), ავსტრიელმა ბენჯამინ რაიხმა (სამთო-სათხილამურო სპორტი, სლალომი), გერმანელებმა, _ ლანგემ, ჰოპემ, კუსკემ, პუტცემ (ბობსლეი, ოთხადგილიანი), აგრეთვე კანადელმა კლარა ჰიუზიმ (ციგურებით რბოლა), ამერიკელმა აპოლო ანტონ ონომ (შორტ-ტრეკი, 500 მ), და კორეელმა სუნ-იუ ჯინმა (შორტ-ტრეკი, 1000 მ) ოქროს მედლები დაისაკუთრეს. ასევე 500 მეტრიან შორტ-ტრეკში კორეელებმა, _ ანიმ, ლიმ, სეომა და სონგმა პირველი ადგილები დაიკავეს.

2006 - ტრავმის გამო ორწლიანი პაუზის შემდეგ, საფრანგეთის საკალათბურთო ჩემპიონატში პირველი მატჩი ჩაატარა ვახტანგ ნაცვლიშვილმა, რომლის “დიჟონმაც” “პარიზს” სძლია (79:75). ქართველმა კალათბურთელმა 13 წუთში 7 ქულა მოაგროვა და 6 მოხსნა განახორციელა.

2006 - ერთა თასის გათამაშების მატჩში, რომელიც ბუქარესტის “გენჩას” სტადიონზე შედგა, საქართველოს რაგბისტთა ეროვნული გუნდი, რუმინეთის ნაკრებთან დამარცხდა (35:10).

2009 - ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩებში “ლივერპულმა” მადრიდში “რეალს” 1:0 მოუგო, “ჩელსიმ” კი ასეთივე ანგარიშით “სტემფორდ ბრიჯზე” “იუვენტუსს” სძლია.

2012 - სამბოში მინსკის საერთაშორისო ტურნირზე ქართველებმა 5 მედალი მოიპოვეს. ოქრო: დავითკარბელაშვილი (90 კგ). ნიკოლოზ კუცია (82) ვერცხლის მედალს დასჯერდა. ბრინჯაოსმედლებიმოიპოვეს:ლევან ნახუცრიშვილმა (68), ბექა ბერულავამ (74) და გიორგი ბაინდუროვმა(82).

დღეს დაიბადნენ

1871 - ოლივერ სამუელ კემპბელი. ამერიკელი ჩოგბურთელი. აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებული (1890).

1918 - ჰენრი ნორვუდ იუელი. ამერიკელი მძლეოსანი. 100 მეტრზე ესტაფეტით სირბილში 1948 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1918 - რობერტ ლორიმერ რიგზი. ამერიკელი ჩოგბურთელი. 1939 და 1941 წლების აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებული.

1919 - მონტ ირვინი. ბეისბოლის ეროვნული ლიგის კლუბ “ნიუ იორკ ჯაიანთსის” მოთამაშე. შეყვანილია ბეისბოლისტთა “დიდების დარბაზში”.

1935 - პეპე (ჟოსე მასია). ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებისა (1955-65) და “სანტოსის” (1954-69) გარემარბი. მსოფლიოს 1958 და 1962 წლების ჩემპიონი. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 40 მატჩი. 1962 და 1963 წლებში მოიპოვა საკონთინენტთაშორისო და ლიბერტადორესის თასები. სან პაულუს შტატის მრავალგზის ჩემპიონი და ბრაზილიის თასის ხუთგზის მფლობელი. “სანტოსის” შემადგენლობაში ჩაატარა 750 მატჩი და გაიტანა 405 გოლი. “სანტოსის” საკლუბო შედეგიანობით პეპე მხოლოდ პელეს ჩამორჩება.

1938 - ვიქტორ კოსიჩკინი. საბჭოთა მოციგურავე. ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონი.

1947 - ლი ედვარდ ევანსი. ამერიკელი მძლეოსანი. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი. პირველი სპორტსმენი, რომელმაც 400 მეტრი 44 წამზე ნაკლებ დროში გაირბინა.

1949 - ვიქტორ კლიმენკო. საბჭოთა (ბელორუსი) ტანმოვარჯიშე. სპორტულ ტანვარჯიშში 1972 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1951 - დონალდ კვერი. იამაიკელი მძლეოსანი. პირველი სპორტსმენი რომელმაც 200 მეტრი 20 წამზე სწრაფად გაირბინა.

1956 - დეივი კუპერი. შოტლანდიელი ფეხბურთელი. ამპლუით მარჯვენა გარემარბი. გლაზგოს “რეინჯერსის” რიგებში სამ-სამჯერ აქვს მოგებული შოტლანდიის პრემიერლიგა და ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციის თასი. 1991 წელს შოტლანდიის თასი “მოზერველთან” ერთად მოიგო. დეივი კუპერი ტვინში სისხლის ჩაქცევის შედეგად 1995 წლის 23 მარტს გარდაიცვალა. იმხანად კუპერი თავის პირველ კლუბ “კლაიდბენკში” მოთამაშის სტატუსით დაბრუნდა.

1958 - კურტ რემბისი. ამერიკელი კალათბურთელი. ამპლუით ფორვარდი. 14 წლის განმავლობაში თამაშობდა “ლოს ანჯელეს ლეიკერსში”. აგრეთვე იცავდა “შარლოტ ჰორნეთსის,” “ფინიკს სანზისა” და “საკრამენტო კინგზის” ღირსებას. 1999 წელს რემბისი სეზონის გარკვეული დროის განმავლობაში, “ლეიკერსის” მთავარი მწვრთნელი იყო და მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა 37 მატჩი ჩაატარა (24 მოგება, 13 წაგება).

1959 - მიხაელ დევიატიაროვი. საბჭოთა მოთხილამურე. მსოფლიოს ჩემპიონი.

1962 - ბირგიტ ფიშერი. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მძლეოსანი. 1980 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1964 - რასელ მარკი. ტყვიის სროლაში (სტენდზე სროლა) 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი.

1969 - მიშელ გიბსონი. ცხენოსნობაში 1996 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

1973 - ელენა ზუბრილოვა. უკრაინელი ბიატლონისტი. მსოფლიოს ჩემპიონი.

1975 - ოლეგ კირიუხინი. უკრაინელი მოკრივე. 1996 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1976 - სამაკი უოკერი (სამაკი ლიუმა უოკერი). სუაჰილის ენაზე სამაკი თევზს ნიშნავს, ლიუმა ლამაზ მდინარეს. NBA-ის “დალას მავერიკსის,” “სან ანტონიო სპერზის,” “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” და “ვაშინგტონ უიზარდსის” მძიმე ფორვარდი.

0.119879