ფეხბურთი

2:04 | 25.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

„კლასიკოების“ წინ

პრიმერას 25-ე ტურს, ცხრილის ზედა ნაწილში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია. თუ არ ჩავთვლით, რომ მეოთხე, ანუ საჩემპიონთალიგო ადგილი „ხეტაფემ“ დაიკავა “სევილიის“ ნაცვლად. ჰმ, „ხეტაფე“...

გასულ კვირას „ჟირონასთან“ მარცხის შემდეგ, „რეალმა“ ერთობ გაირთულა სატურნირო სიტუაცია. თანაც ლიდერსა და მოსისხლე მტერ „ბარსელონას“ გვარიანად ჩამორჩა. ასეთი ვითარება კი ვის არ გაუათმაგებს მოტივაციას. თუმცა, დედაქალაქელებს „ლევანტესთან“ გაუჭირდათ. განსაკუთრებით პირველ ტაიმში.

პენალტით გატანილი ერთადერთი გოლი დაწყნარების საბაბს არ იძლეოდა. მეორე ნახევარი „სამეფო კლუბმა“ უფრო რიხიანად დაიწყო, მაგრამ გოლი საკუთარ კარში მიიღო. მადრიდელებს ცდა არ დაუკლიათ, თუმცა თამაშიდან მაინც ვერ გაიტანეს. გამარჯვების თერთმეტმეტრანი კი შეცვლაზე შესულმა გარეთ ბეილმა შეაგდო, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს. ისიც დავამატოთ, რომ შეხვედრა გუნდებმა კაცნაკლულებმა ჩაამთავრეს.

ამ მოგების მიუხედავად, სანტიაგო სოლარის გუნდი ლიდერს მაინც ცხრა ქულით ჩამორჩება. წინ კი მიჯრით ორი „კლასიკოა,“ ერთი თასზე, მეორე ჩემპიონატში.

ესპანეთი

პრიმერა. 25-ე ტური. 24 თებერვალი

ატლეტიკო - ვილიარეალი 2:0

მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო.“ 59 114

1:0 მორატა (31), 2:0 საული (88)

ატლეტიკო: ობლაკი, სავიჩი, ხიმენესი, ფილიპე ლუისი, არიასი, საული (ვიტოლო 90), როდრი, ლემარი (ტომასი 64), კოკე, გრიზმანი, მორატა (დიეგო კოშტა 58)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ვილიარეალი: ასენხო, გასპარი, გონსალესი, მორი (ჩუკვეზე 56), კასერესი (ფორნალსი 76), რუისი, იბორა, პედრასა, კასორლა, ეკამბი, ბაკა (ხერარდი 68)

მწვრთნელი: ხავი კალიეხა

მსაჯი: ალბერტო უნდიანო მალიენკო

გაფრთხილება: დიეგო კოშტა (83); გონსალესი (66), კასერესი (70), პედრასა (80)

ლევანტე - რეალი 1:2

ვალენსია. „სიუიდად დე ვალენსია.“ 23 018

0:1 ბენზემა (43, პენ), 1:1 როხერი (69), 1:2 ბეილი (78, პენ)

ლევანტე: ფერნანდესი, პიერი, ვეზუ, კაბაკო, ლუნა, მორალესი, კამპანია, სიმონი, ბარდჰი (ვუკჩევიჩი 89), როჩინა (დუკურე 60), როხერი (დვამენა 73)

მწვრთნელი: პაკო ლოპესი

რეალი: კურტუა, კარვახალი, ვარანი, ნაჩო, რეგილონი, კაზემირო, მოდრიჩი, კროოსი (ვალვერდე 69), ვასკესი, ვინისიუსი (ასენსიო 83), ბენზემა (ბეილი 74)

მწვრთნელი: სანტიაგო სოლარი

მსაჯი: იგლესიას ვილიანუევა

გაფრთხილება: როხერი (25), როჩინა (57), ლუნა (84); ნაჩო (28), ვასკესი (68)

გაძევება: როჩინა (88, მეორე ყვითელი მოედანს გარეთ); ნაჩო (86)

ლეგანესი - ვალენსია 1:1

0:1 კონდოგბია (22), 1:1 ბრეითუეთი (89)

ვალიადოლიდი - ბეტისი 0:2

0:1 მანდი (45+3), 0:2 ხოაკინი (87)

0.11138