ფეხბურთი

23:36 | 24.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

„სიტიმ“ ზედიზედ მეორედ მოიგო ინგლისის ლიგის თასი

„მანჩესტერ სიტიმ,“ ზედიზედ მეორედ, ჯამში კი მეექვსედ, მოიპოვა ინგლისის ლიგის თასი, რომელსაც ამჟამად, მთავარი სპონსორის, ენერგეტიკული სასმელის მწარმოებელ ფირმა „კარაბაოს“ სახელი ჰქვია.

ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დამთავრდა. პენალტების სერიის წინ კი დიდი ამბები მოხდა. ლონდონელთა ახალწვეულმა ბასკმა მეკარემ, კეპა არისაბალაგამ, მცირე ტრავმა მიიღო და დამრიგებელმა, მაურიციო სარიმ, რომელსაც ისედაც წყალი აქვს შეყენებული „არისტოკრატთა“ ბანაკში, პენალტების სერიისთვის სათადარიგო მეკარის, ვილი კაბალიეროს გაყვანა განიზრახა. ამაზე ბასკი კარის დარაჯი გაცეცხლდა, სარიმ მის ცეცხლს ნავთი დაასხა და გასახედილკსენ გაიქცა, თუმცა მალევე დაბრუნდა.

მერე იყო პენალტები, რომელიც „ქალაქელებმა“ უკეთ შეასრულეს და 4:3 გაიმარჯვეს.

ინგლისის ლიგის თასის ფინალი

ჩელსი - მანჩესტერ სიტი 0:0 (დ.დ. 0:0, 3:4 პენ)

24 თებერვალი. ლონდონი. „უემბლი.“ 81 775

პენალტები: ჟორჟინიო 0:0, გიუნდოგანი 0:1, ასპილიკუეტა 1:1, აგუერო 1:2, სანე 1:2, ემერსონი 2:2, დავიდ ლუისი 2:2, ბერნარდუ სილვა 2:3, აზარი 3:3, სტერლინგი 3:4

ჩელსი: კეპა, ასპილიკუეტა, დავიდ ლუისი, რიუდიგერი, ემერსონი, ჟორჟინიო, კანტე, ბარკლი (ლოფტუს-ჩიკი 89), ვილიანი (იგუაინი 95), აზარი, პედრო (ჰადსონ-ოდოი 79)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

მანჩესტერ სიტი: ედერსონი, ზინჩენკო, ლაპორტე (კომპანი 46), ოტამენდი, უოკერი, ფერნანდინიო (დანილო 90), დავიდ სილვა (გიუნდოგანი 79), დე ბრუინი (სანე 86), , ბერნარდუ სილვა, სტერლინგი, აგუერო

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

მსაჯი: ჯონათან მოსი

გაფრთხილება: დავიდ ლუისი (30), რიუდიგერი (72), ჟორჟინიო (88); ფერნანდინიო (58), ოტამენდი (90+1)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122599