საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მარცხით დაასრულა. ილიას ზუროსის გუნდის მეტოქე თბილისის სპორტის სასახელში ესტონეთი გახლდათ და მისი დამარცხება ვერ შეძლო.
მასპინძლებმა თამაში კარგად დაიწყეს და საწყისი ათწუთეულის მერე 6-ქულიანი უპირატესობაც მიიღეს. თუმცა, ესტოენელებმა მეორე პერიოდში დაცვაშიც დიდებულად ითამაშეს და შეტევაშიც - შედეგად, დიდ შესვენებაზე ბალტიისპირელთა უპირატესობამ 6 ქულას მიაღწია.
საერთოდ თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ამაზე ნათლად მოწმობს ოთხივე პერიოდის შედეგი. მესამე ათწუთეული ქართველთა უპირატესობით და გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ დასკვნით გადამწყვეტ მეოთხედში ისევ ესტონელებმა ივარგეს. საქართველოს საფინალო სირენამდე 55 წამით ადრე თანაფარდობა იყო (77:77), მაგრამ ხსენებულ მოკლე მონაკვეთში სტუმრებმა შედეგიანად ითამაშეს და თამაშიც მოიგეს - 84:77.
კარგად გამოჩნდა მოკლე სკამის პრობლემა. ზუროსის გუნდის თამაში ძირითად სამ კალათბურთის მხრებზე გადავიდა, მაშინ, როდესაც ესტონეთის ნაკრები სწორედ გუნდური გარჯით გამოირჩა და სწორედ ამის წყალობით მოიგო.
ჩვენი ნაკრების რიგებში საუკეთესო ისევ გიორგი შერმადინი იყო. ქართველმა ცენტრმა 39 წუთში 22 ქულა, 15 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. 21 ქულა იყო დუდა სანაძის ანგარიშზე, ხოლო თად მაკფადენა 20 ქულა შეაშველა საკუთარ გუნდს. სწორედ ზემოხსენებული მოთამაშეების ხარჯზე აგროვებდა საქართველოს ნაკრები ქულებს. თავად განსაჯეთ, დანარჩენი მოთამაშეებიდან მხოლოდ გიორგი ცინცაძემ (8), მიხეილ ბერიშვილმა (4) და რატი ანდრონიკაშვილმა (2) მოახერხეს ქულების მოპოვება...
საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ეტაპის L ჯგუფი მეოთხე დაასრულა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავიდა.
საქართველო - ესტონეთი 77:84 (27:21, 15:27, 20:12,15:24)