გურჯაანში გაიმართა კახეთის რეგიონალური პირველობა ჭადრაკში. 8 წლამდე ასაკის გოგონათა შორის პირველი სამეული საგარეჯოელებმა დაისაკუთრეს. 8 წლის მარიამ აგულაშვილმა პირველი ადგილი დაისაკუთრა, მისმა დამ - 6 წლის ნინიმ მესამე დაიკავა. მეორე ადგილზე თეკლა ფეიქრიშვილი გავიდა.
ბიჭებში უძლიერესი იყო გურჯაანელი ბექა ყალაბეგაშვილი, რომელმაც 7 პარტიიდან შვიდივე მოიგო. გამარჯვებულს ერთი ქულით ჩამორჩა თელაველი ანდრია არუთინოვი, 5 ქულით მესამე ადგილზე გავიდა საგარეჯოელი ფართლი საბრი.