კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები შინ ესტონეთთან პირველი ტაიმის შემდეგ 42:48 მარცხდება.
ქართველმა კალათბურთელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და პირველი ტაიმი 27:21 მოიგეს. ზუროსის შეგირდები ცხრა ქულითაც იგებდნენ, მაგრამ მეორე პერიოდში საქართველოს ნაკრების მოთამაშეებმა უამრავი შეცდომა დაუშვეს, ესტონელებმაც ჩვენ ფარს ზუსტად შეუტიეს და ტაიმიც მოიგეს.
ჩვენს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი დუდა სანაძეა, რომელსაც 16 ქულა აქვს, შერმადინს - 11, მაკფადენს - 10.







