24 თებერვალს გიორში დასრულდება უნგრეთის სარეიტინგო გრან-პრის გათამაშება ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ხალიჩაზე კი დარჩენილი - 60, 67, 77, 87, 130 კგ. კატეგორიის ფალავნები გავლენ.
საქართველოს ნაკრებიდან 4 ფალავანი - რამაზ სურმანიძე (60 კგ.), დემურ ქავთარაძე (77 კგ.), რობერტ კობლიაშვილი (87 კგ.) და იაკობ ქაჯაია (130 კგ.) იჭიდავებს.
ფინალური შეხვედრები 19:00 საათიდან დაიწყება.