ფეხბურთი

21:36 | 24.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე - ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ლიგა 1-ში 50 გოლი გაიტანა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი კილიან მბაპე 20 წლის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც საფრანგეთის ჩემპიონატში 50 გოლი გატანა შეძლო. აღნიშნული ინფორმაცია ლიგა 1-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

"ნიმთან" მოგებულ (3:0) ლიგა 1-ის 26-ე ტურის მატჩში მბაპემ ორი გოლი გაიტანა და ჯამში ტურნირზე ჩატარებულ 88 შეხვედრაში 51 გოლი დაუგროვდა. მბაპე "მონაკოს" აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელია და პირველ გუნდში ოფიციალურად 2016 წელს დააწინაურეს. ჯამში "მონაკოს" რიგებში კილიანმა 40 მატჩში 16 გოლი გაიტანა. ფრანგი პსჟ-ში 2017 წელს გადავიდა და მას შემდეგ 35 გოლი გაიტანა.

ახალგაზრდა ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში ყველა ტურნირზე 134 მატჩი აქვს ჩატარებული და 73 გოლი გაიტანა. ფრანგმა ასევე 43 საგოლე გადაცემა შეასრულა. ეროვნულ ნაკრებში კილიანი 2017 წელს გამოიძახეს და 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ტიტული მოიპოვა. რუსეთში გამართულ ტურნირზე მბაპემ ოთხი გოლი გაიტანა, მათ შორის ერთი ფინალში და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. 20 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ის მონაცემებით 200 მილიონი ევროა.

0.114183