ფეხბურთი

22:15 | 24.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერს" კიეზას დამატება უნდა

იტალიის ეროვნული ნაკრების და "ფიორენტინას" შემტევმა ფედერიკო კიეზამ შესაძლოა კარიერა "ინტერში" გააგრძელოს. როგორც Calciomercato იუწყება, მილანელები მზად არიან მოლაპარაკება დაიწყონ, ხოლო ფლორენციელები ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვენ. ფედერიკოსადმი ინტერესს "იუვენტუსიც" გამოხატავს.

კიეზა "იების" აკადემიის აღზრდილი მოთამაშეადა პირველ გუნდში 2016 წლიდან თამაშობს. მას შემდეგ ფედერიკომ საკლუბო დონეზე 98 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა შეასრულა. გასული წლის მარტში კი ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს, თუმცა "სკუადრა აძურას" რიგებში კიეზას თავი ჯერჯერობით არ გამოუჩენია.

0.130892