ფეხბურთი

20:16 | 24.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ობლაკი „ატლეტიკოსთან“ გაახანგრძლივებს

სლოვენიელი მეკარე იან ობლაკი მადრიდის "ატლეტიკოსთან" კონტრაქტს 2022 წლამდე გაახანგრძლივებს და წელიწადში ანაზღაურების სახით 10 მილიონი ევრო ექნება. აღნიშნული ინფორმაცია AS-მა გაავრცელა. ფეხბურთელმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ მადრიდში თავს ბედნიერად გრძნობს და კლუბის დატოვება არ უნდა.

ობლაკი "როხიბლანკოსმა" 2014 წელს "ბენფიკადან" დაიმატა. მას შემდეგ სლოვენიელმა 194 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 125 გოლი და 109 შეხვედრაში კარის მშრალად შეინახა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონი ევროა.

0.112278