ფეხბურთი

21:43 | 23.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" თურქული შეკრება გამარჯვებით დაასრულა

„დინამო თბილისმა“ თურქული შეკრება გაამრჯვებით დაასრულა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა ახალ სეზონამდე ბოლო სპარინგში ბრესტი „დინამო“ 2:1 დაამარცხა.

ქართულმა გუნდმა ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანა. ჯერ ლევან კუტალიამ პენალტი შეასრულა ზუსტად, ხოლო ორი წუთის შემდეგ აკაკი შულაიამ სხვობა გაზარდა. ბელარუსებმა ერთადერთი რაც შეძლეს, 87-ე წუთზე სავიცკის ავტოგოლი გამოდგა.

ამრიგად, ეს „დინამოს“ ბოლო ამხანაგური შეხვედრა იყო თურქეთში და გუნდი საქართველოში გააგრძელებს მზადებას ეროვნული ლიგისთვის. პირველი ტურის მატჩს თბილისელები 3 მარტს, საჩხერის „ჩიხურასთან“ ჩაატარებს.

0.112821