სხვა

20:45 | 23.02.2019 | ნანახია 0 - ჯერ

ბაზაძემ მსოფლიო რეიტინგის ლიდერი დაამარცხა!

ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში მიმდინარე გრან პრიზე ხმლით ფარიკაობაში, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბაზაძე ნახევარფინალში გავიდა.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ბაზაძემ მერვედფინალში სამხრეთკორეელი კიეჰვან კიმი 15:13 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი სენსაცია მოახდინა და მსოფლიო რეიტინგის ლიდერს - ამერიკელ ელი დერშვიტცს 15:12 მოუგო.

ნახევარფინალში სანდროს მეტოქე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი - უნგრელი არონ სზილაგი იქნება.


Comments (0)

Please log in to post a comment Log in Or Register

0.08334