სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ძიუდო

20:30 | 23.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

შავდათუაშვილის ბრინჯაო დიუსელდორფის გრანდ სლემზე

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრებმა გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში მიმდინარე გრანდ სლემზე მე-2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. შეგახსენებთ, რომ გუშინ კვარცხლბეკზე ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.) ავიდა, დღეს კი, იდენტურ წარმატებას ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ.) მიაღწია.

ლაშა ტურნირში მე-2 რაუნდიდან ჩაება, სადაც ჩეხ იაკუბ იეჩმინეკს იპონით სძლია, შემდეგ სამხრეთკორეელ ჰეონჩეოლ კანგს ვაზარით აჯობა, მეოთხედფინალში კი ვაზარითვე რუს მუსა მოგუშკოვთან დამარცხდა.
ამგვარად, ქართველი ძიუდოისტი რეპეშაჟში გადაერთო, სადაც გერმანელ ანტონი ზინგს დამატებით დროში ვაზარი აართვა. ბრინჯაოს დაპირისპირებაში ლაშას მეტოქე ტაჯიკი სომონ მახმადბეკოვი გახლდათ, რომელმაც ჩვენებურმა ჩინებული იპონით სძლია.
გრანდ სლემის დასკვნითი ორთაბრძოლები კვირას, 24 თებერვალს შედგება. 90 კგ-ში უაღრესად პირველივე რაუნდში საინტერესო შერკინება მივიღეთ: მსოფლიოსა (2014) და ევროპის სამზგის (2013, 2014, 2015) ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი ევროპის მოქმედ ჩემპიონ რუს მიხაილ იგოლნიკოვს გაეჯიბრება. თუკი ავთომ იყოჩაღა, მე-2 წრეში სავარაუდოდ ძველ კონკურენტ – 2013 წლის მსოფლიოს ჩემპიონ ლოიკ პიეტრის (საფრანგეთი) დაუპირისპირდება.
100 კგ-მდე წონით კატეგორიაში უმთავრეს ფავორიტად საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი მოიაზრება, რომელიც მე-2 რაუნდში გერმანელ ფილიპ გალანდისა და ბულგარელ დანიელ დიჩევს შორის გამარჯვებულს გაეჯიბრება. რაც შეეხება ლაშა ტაველურს, მას ლატვიელ იევგენის ბოროდავკოსთან პაექრობა ელის.
მძიმე წონაში (+100 კგ.) ონისე ბუღაძე ყირგიზ იური კრაკოვეცკის დაუპირისპირდება და თუკი იმარჯვა, იაპონელ ჰისაიოში ჰარასავა ელის. ლევან მატიაშვილი ბრძოლაში მე-2 რაუნდიდან ჩაებმება, მისი მეტოქე კი ბრაზილიელი რაფაელ სილვა იქნება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.130616