ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში, ხმლით ფარიკაობაში მიმდინარე გრან პრიზე დღეს ვაჟთა შორის ჩემპიონი და პრიზიორები გამოვლინდებიან.
საუკეთესო 32 მოფარიკავეს შორის ორი ქართველი გავიდა. მიხეილ მარდალეიშვილის შემდეგ, თავის ბრძოლა სანდრო ბაზაძემაც მოიგო, რომელმაც თურქი ენვერ ილდირიმი 15:7 დაამარცხა. დრამატული გამოდგა ბექა ბაზაძისა და უნგრელი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის არონ სზილაგის ბრძოლა. ბექა 7:13-ს აგებდა, თუმცა შეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ ბოლოს არ გაუმართლა და 13:15 დამარცხდა.
მეთექვსმეტედფინალში სანდრო ბაზაძემ უნგრელ 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონს, FIE-ს რეიტინგის მე-8 ნომერს, ანდრას სზატმარს 15:8 მოუგო და მერვედფინალში სამხრეთ კორეელ კიეჰვან კიმს შეხვდება.
მეთექვსმეტედფინალში დამარცხდა და ბრძოლას გამოეთიშა მარდალეიშვილი, მან კიდევ ერთ სამხრეთ კორეელ სანგუკ ოჰთან 5:15 წააგო.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური