სხვა

15:15 | 23.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

კახიანს ოლიმპიურ ჩემპიონთან შერკინება ელის

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში ხმლით მოფარიკავეთა მიმდინარე გრან პრიზე, ქალთა შეჯიბრის პირველი დღე დასრულდა. 113 მოფარიკავიდან გაირკვა ის 48 მონაწილე, რომლებიც რეიტინგის საუკეთესო 16-ს შეურთდებიან და ხვალ მედლებისათვის იბრძოლებენ.

მათ შორის არის თეოდორა კახიანი. ჯგუფური ეტაპის წარმატებით დაძლევის შემდეგ, ევროპის 2017 წლის ჩემპიონმა, ყაზახ ტამარა პოჩეკუტოვას 15-8 მოუგო და ხვალ T64-ში, სამხრეთ კორეელ ოლიმპიურ ჩემპიონს, FIE-ს რეიტინგის მე-7 ნომერს, ჯიეონ კიმს, საქართველოს დროით 12:15 შეხვდება.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112688