ფეხბურთი

1:18 | 23.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"სიტიმ" ლაპორტს ახალი კონტრაქტი გაუფორმა

„მანჩესტერ სიტიმ“ ემერიკ ლაპორტის ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც „ქალაქელთა“ ვებგვერდი იტყობინება, ფრანგი „ეტიჰად სთედიუმზე“ 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება.

ამ ეტაპზე განახლებული ხელშეკრულების სხვა დეტალები უცნობია.

„მოხარული ვარ, რომ კარიერას „სიტიში“ გავაგრძელებს. ეს გუნდი მაძლევს ყველაფერს, რაც განვითარებისთვის მჭირდება. მინდა, რომ უფრო მეტად მოვუმატო და ბევრი ტიტული მოვიგო“, - განაცხადა ფრანგმა.

ლაპორტი „სიტის“ 2018 წლის იანვარში „ბილბაოდან“ შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 36 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა.

0.119154