სხვა

1:00 | 23.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბაქოს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს თილისმები ჰყავს

ბაქოში ევროპის XV ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თილისმები წარმოადგინეს. ესენია ბიჭუნა ჯირტდანი და ლეოპარდი ბაბირი. ბაქოს ოლიმპიური ფესტივალის დევიზად შეირჩა ფრაზა: „მზად ვართ სიკაშკაშისთვის!"

ჯირტდანი და ბაბირი ასახავენ აზერბაიჯანის მდიდარ ისტორიასა და ტრადიციებს. ჯირტდანი ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ზღაპრის პატარა და გონიერი პერსონაჟია.

კავკასიური ლეოპარდი - კავკასიის ფაუნის ყველაზე ცნობადი წარმომადგენელია, მაგრამ დღეს მისი პოპულაცია გადაშენების პირზეა მისულ. ველური ბუნების მსოფლიო ფონდის თანახმად, აზერბაიჯანში ამ სახეობის არაუმეტეს 15 ნიმუშია დარჩენილი.

ბაქო ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს 21-27 ივლისს უმასპინძლებს. მასში მონაწილეობას მიიღებს ევროპის 50 ქვეყნის 14-დან 18 წლამდე ასაკის 3600-მდე სპორტსმენი. მედლები გათამაშდება სპორტის 10 სახეობაში: მძლეოსნობაში, მხატვრულ ტანვარჯიშში, კალათბურთში, ველოსპორტში, ხელბურთში, ძიუდოში, ცურვაში, ჩოგბურთში, ფრენბურთში და ჭიდაობაში.

www.geonoc.org.ge

0.114727