21 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე შოტლანდიის დედაქალაქ გლაზგოში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ნახევარფინალში ითამაშებს.
დღეს, ბოლქვაძემ მეოთხედფინალური შეხვედრა ჩაატარა და კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული – ესპანელი ნურია პარიზას-დიაზი 6:4, 6:1 დაამარცხა.
ბოლქვაძე ფინალის საგზურისთვის რუს ვალერია სავინიხს გაეჯიბრება, რომელმაც გზიდან მე-2 ნომრად განთესილი ჰოლანდიელი ლესლი კერკჰოვე ჩამოიცილა – 1:6, 6:3, 6:2.