კალათბურთი

11:48 | 22.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

კონფერენციის ლიდერებმა იმარჯვეს, "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მოუგო

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ექვსი შეხვედრა გაიმართა.
"მილოუკმა" შინ "ბოსტონი" 98:97 დაამარცხა. მატჩის ბოლო წამზე ბურთი კაირი ირვინგმა ისროლა, მაგრამ კალათში არ ჩაეშვა და "ბაქსმა" მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ადეტოკუმპომ გუნდს 33 ქულა, 13 მოხსნა, 6 პასი და ერთი ჩაჭრა შესძინა. "ბოსტონში" კაირი ირვინგი 22 ქულით გამოირჩა. "მილოუკი" 44 მოგებით და 14 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს.


"გოლდენ სტეიტმა" საკუთარ დარბაზში "საკრამენტო" 125:123 დაამარცხა. მეორე და მესამე პერიოდების განმავლობაში საკრამენტოელები ანგარიშით წინ იყვნენ. "მეომრებმა" წინ გასვლა დასკვნით მეოთხედში მოახერხეს. ბოლო წამზე "საკრამენტოს" კალათბურთელს სიზუსტემ უმტყუნა, რომ ჩაეგდო მატჩში ოვერტაიმი დაინიშნებოდა. სტეფ კარიმ 36 ქულა ჩააგდო, კაზინსმა ორმაგი დუბლი შეასრულა 17 ქულა და 10 მოხსნა. "გოლდენ სტეიტი" 42 მოგებით და 16 მარცხით დასავლეთ კონფერეციაში პირველ ადგილზეა.
"ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" 111:106 აჯობა. მატჩში გადამწყეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომლიც კალიფორნიელებმა 28:16 მოიგეს. მატჩში ყველაზე მეტი 30 ქულა ჯეიმს ჰარდენის ანგარიშზეა. ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 29 ქულა, 11 მოხსნა, 6 პასი, ერთი ჩაჭრა და ერთი ბლოკ-შოტი შესძინა.

"კლივლენდი" - "ფინიქსი" 111:98 (23:28, 32:23, 22:21, 34:26)
https://www.youtube.com/watch?v=I4uceCbOEWQ

"ფილადელფია"- "მაიამი" 106:102 (29:21, 28:29, 16:25, 33:27)
https://www.youtube.com/watch?v=OC1hTj2ShP4

"ბრუკლინი" - "პორტლენდი" 99:113 (21:23, 29:27, 22:34, 27:29)
https://www.youtube.com/watch?v=LOoyglQKBUs

"მილოუკი" - "ბოსტონი" 98:97 (20:22, 33:25, 19:21, 26:29)
https://www.youtube.com/watch?v=Q73-uVWZhNs

"გოლდენ სტეიტი" - "საკრამენტო" 125:123 (35:30, 25:32, 29:29, 36:32)
https://www.youtube.com/watch?v=N5t6s3NJDL4

"ლეიკერსი" - "ჰიუსტონი"111:106 (22:32, 30:26, 31:32, 28:16)
https://www.youtube.com/watch?v=uq0-ncI0MNg

თეგებინბა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116047