ლამაზთა შორის უმშვენიერეს ბრაზილიელ მოდელს ლაის რიბეროს გათხოვილი ქალის სტატუსი ცხოვრებაში სულ ერთხელ ჰქონდა და ისიც 15 წლის წინ, როდესაც თანამეცხედრედ, ცნობილი კალათბურთელი, ჯარედ ჰომინი აირჩია და მასთანაც სულ ოთხწლიან თანაყოფას ერთი შვილით გამორჩა.
ამის შემდეგ, ლაის რიბეირო არასოდეს გათხოვილა და დღენიადაგ აცხადებს, რომ აღარ აპირებს მეორედ მსგავსი შეცდომის დაშვებას. რიბეიროს აზრით ქორწინება საზოგადოების მიერ თავსმოხვეული ტრადიციების ნაწილია და მისი ერთადერთი დადებითი მხარე შვილის ყოლაა.
ლაის რიბეიროსა და ჯარედ ჰომინის ვაჟიშვილი, რომელიც ამა ქვეყანას 2008 წელს მოევლინა, დღეს უკვე 11 წლისაა და რა გასაკვირია, რომ მამის კვალად კალათბურთელობაზე ოცნებობს. ბიჭუნა ლაისთან იზრდება, თუმცა ბრაზილიიდან ამერიკაში მამასთან ხშირად ჩადის და კალათბურთის უზომო სიყვარულიც რასაკვირველია მამისგან გამოჰყვა.