ფეხბურთი

21:30 | 21.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

კეინმა შესაძლოა "ბარნლისთან" ითამაშოს

ინგლისის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ტოტენჰემის" თავდამსხმელმა ჰარი კეინმა შესაძლოა, შაბათს "ბარნლისთან" გასამართ მატჩში მიიღოს მონაწილეობა. ინგლისელმა ტრავმა იანვარში, "მანჩესტერ იუნაიტედთან" გამართულ პრემიერლიგის შეხვედრაში მიიღო და მას შემდეგ შვიდი თამაში გამოტოვა.

როგორც "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, პარასკევს ვარჯიშზე გადაწყდება კეინი მოედანს დაუბრუნდება თუ არა.

"კეინი კარგ ფორმაშია. ვფიქრობ, ხვალინდელ ვარჯიშზე კიდევ ერთხელ გვინდა დავრწმუნდეთ მის მდგომარეობაში და შემდეგ გადავწყვიტავთ. მიუხედავად ყოყმანისა, ვფიქრობ ყველაფერს კარგად აკეთებს, კმაყოფილი ვარ და შესაძლოა შაბათს ითამაშოს." - ციტირებს Sky Sports-ი არგენტინელის სიტყვებს.

მიმდინარე სეზონში კეინმა საკლუბო დონეზე 31 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 20 გოლი და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. ინგლისის ეროვნულ ნაკრებში კი ჰარიმ 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თავი ერთხელ გამოიჩინა და თანაგუნდელებს სამჯერ გაატანინა.

0.113988