ფეხბურთი

21:56 | 21.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვან დეიკი: "მინდა "ლივერპულის" ლეგენდა გავხდე"

ინგლისური „ლივერპულის“ მცველი ვირჯილ ვან დეიკი „ენფილდ როუდზე“ დარჩენას ხანგრძლივი პერიოდით გეგმავს. როგორც ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა BBC-ის განუცხადა, სურს, რომ მომავალში „ლივერპულის“ ლეგენდად გაიხსენონ.

„სასიამოვნო იქნება „ლივერპულის“ ლეგენდად თუ გამიხსენებენ. მინდა აქ დიდ შედეგებს მივაღწიო, ჩვენ ფანტასტიკური გუნდი გვყავს და ყველაფერი გვაქვს, რაც საჭიროა. თუ ამ გუნდში თამაშობს, ყოველთვის ბედნიერი ხარ ოჯახური სიტუაციაა, რაც „ლივერპულში“ თამაშის ერთ-ერთი მოტივია“, - განაცხადა ვან დეიკმა.

შეგახსენებთ, რომ ვირჯილ ვან დეიკი „ლივერპულს“ 2018 წლის იანვარში „საუთჰემპტონიდან“ შეუერთდა. მას შემდეგ ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა „წითლების“ მაისურით 52 თამაში ჩაატარა და 2 გოლის გატანა შეძლო.

0.101576