მადრიდის „ატლეტიკოს“ პრეზიდენტმა ენრიკო სერეზომ კრიშტიანუ რონალდუს უპასუხა და განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგა ხუთჯერ არ მოუგია.
„როხიბლანკოს“ ხელმძღვანელის თქმით, პორტუგალიელს „ატლეტიკოსთან“ ფინალებში არ მოუგია:
„კრიშტიანუს ჩემპიონთა ლიგა ხუთჯერ არ მოუგია, მას სამი თასი აქვს. ჩვენთან ორ ფინალში გამარჯვება არ მოუპოვებია“, - განუცხადა სერეზომ Sport-ს.
შეგახსენებთ, რომ რონალდუმ „ატლეტიკოსა“ და „იუვენტუსის“ მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მას ჩემპიონთა ლიგის 5 თასი აქვს, ხოლო „ატლეტიკოს“ - ნული.