ფეხბურთი

15:56 | 21.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტს მალულად შეხვდა

„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი, საიდუმლოდ შეხვდა ლონდონის „არსენალის“ ყოფილ მწვრთნელს, არსენ ვენგერს - გვამცნობს L'Equipe. შეხვედრა დოჰაში გაიმართა. ალ-ხელაიფიმ ფრანგი სპეციალისტი საკუთარ ბოქსში მიიღო, საჩოგბურთო ტურნირის დროს.

საუბრის დეტალები ცნობილი არ არის. თუმცა, საქმეში ჩახედული ხალხი ამბობს, შესაძლოა, ალ-ხელაიფიმ თავისი კლუბის სამწვრთნელო შტაბში ცვლილებები მოახდინოს, რადგან ახლანდელ დამრიგებელს, ტომას ტუხელს, სულ უფრო ეძაბება ურთიერთობა სპორტულ დირექტორ ანტერო ენრიკესთანო.

1.041027